”აგრესიული ადამიანები, ვითომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ანადგურებენ ქონებას, რომელიც არის სახელმწიფოს, ანუ ხალხის კუთვნილება” – ნანა კაკაბაძე

”აგრესიული ადამიანები, ვითომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ანადგურებენ ქონებას, რომელიც არის სახელმწიფოს, ანუ ხალხის კუთვნილება. ჩვენი, უმრავლესობის კუთვნილებას ანადგურებენ ეს უმცირესობები და ამას აკეთებენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და ღირებულებების სახელით”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

მან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.

„45 წელია, ვარ ქუჩაში და ქუჩიდან ვებრძოდი საქართველოში ყოველგვარ რეჟიმს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვნახე „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი აგრესიული ჯგუფების მცირერიცხოვანი საზოგადოების მხრიდან უმრავლესობის უფლებების შელახვა. პირველად ვნახე, რომ ადამიანის უფლებების გამოყენება, მცირე აგრესიულ ჯგუფებს შეუძლიათ საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ. ასევე პირველად ვხედავ, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება, გადაზარდონ აგრესიულმა ჯგუფებმა ქვეყნის დესტაბილიზაციის და ჩამოშლის მექანიზმად“, – აღნიშნა  კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები