“ჩვენ, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრები, ამ ასოცირების გეგმას მივყვებით”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, 2028 წლისთვის ქვეყანა მოლაპარაკებების გახსნისთვის მზად იქნება.
„პროცესი არა თუ შეჩერდა, არამედ ინტენსიურია და ჩვენ, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრები, ამ ასოცირების გეგმას მივყვებით და 2028 წლისთვის უკვე მზად ვიქნებით, გავხსნათ მოლაპარაკებები. მოლაპარაკების თემის, ისევე როგორც კანდიდატის სტატუსის გამოყენება ჩვენს წინააღმდეგ და მუდმივი რყევა საქართველოში ამ სპეკულაციებით, არის დაუშვებელი”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.