გიორგი ვოლსკი: ვაპირებთ, რომ 2028 წლისთვის, შემდეგ ხელისუფლებას ისეთი საქართველო დავუტოვოთ, რომელსაც სამოქმედო გეგმით შესრულებული ექნება ვალდებულებები, რაც ასოცირებული წევრისთვის არის გათვალისწინებული

“საქართველოს, რომელიც თავის მოვალეობებს ინტენსიურად, მაღალი ხარისხით ასრულებს, როგორ შეიძლება, ერთი სიტყვაც არ უთხრა იმის თაობაზე, რომ ქვეყანა ყველა მაჩვენებლით წინ უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას. რასაკვირველია, ეს დეზინფორმაციაა, რასაც თავისი მიზეზი და საფუძველი აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” აპირებს, რომ 2028 წლისთვის, შემდეგ ხელისუფლებას ისეთი საქართველო დაუტოვოს, რომელსაც სამოქმედო გეგმით შესრულებული ექნება ვალდებულებები, რაც ასოცირებული წევრისთვის არის გათვალისწინებული.

„ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ლგბტ და გამჭირვალობის შესახებ კანონების გამო ევროკავშირი საქართველოზე გაბრაზებული იყო. დღეს ამას დაემატა ის, რომ სამოქმედო გეგმის დაშვების პროცესი გამოიყენეს, როგორც გარკვეული მექანიზმი საქართველოს წინააღმდეგ – დიალოგი იქნება, არ იქნება. ეს პროცესი რას წარმოადგენს, ამაზე წარმოდგენა არ აქვს აქციის მონაწილეთა 99 პროცენტს. 30 საკითხზე მეტია, სადაც მოლაპარაკებები იხსნება, შემდეგ ფასდება და გადაწყვეტილებები სხვადასხვა მიმართულებებით გამოდის. დღესვე მზად ვართ, ეს მოლაპარაკებები დავიწყოთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ 2028 წლისთვის, შემდეგ ხელისუფლებას ისეთი საქართველო დავუტოვოთ, რომელსაც სამოქმედო გეგმით შესრულებული ექნება ვალდებულებები, რაც ასოცირებული წევრისთვის არის გათვალისწინებული. რასაკვირველია, უფრო ფასეული და საფუძვლიანი იქნება, რომ მოლაპარაკებების კონკრეტულ თემებზე გადავიდეთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები