ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია,- ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე აცხადებს.

“ქართველების 80%-ზე მეტი საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს. ამის მისაღწევად სიტყვები საკმარისი არ არის, ქმედებები და რეფორმებია საჭირო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია – ის ევროპული მომავალი არ არის”, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები