ევროკავშირის ელჩი: საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ – ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა

“საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა”, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კითხვას, როგორი იქნება ევროკავშირის რეაგირება საქართველოსთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი, ასევე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.

ელჩის თქმით, საბოლოო დაგაწყვეტილებას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო მიიღებს.

„საქართველოს საკითხი რამდენჯერმე განიხილეს ბოლო დროს. საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს. ვფიქრობ, მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ შეხვედრის შემდეგ. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ეს არის ის, რასაც რამდენიმე თვეა ვამბობთ და ეს ვარიანტები ასევე მოიცავს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობას, მაგრამ ამას განიხილავს და გადაწყვეტს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები