მაია ბითაძე – ევროკავშირს: დაფინანსების გაჩერებით, მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია?

“დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია? გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქართველ ერს პატივი უნდა სცენ.

“მოვა დრო და ჩვენ ევროპელ მეგობრებს (ელჩებს), საჯაროდაც მოერიდებათ ჩვენთვის თვალებში ჩახედვა. კულისებში როგორ იმართლევენ თავს, ისედაც კარგად ცნობილია.

რასაც თქვენ დღეს საქართველოს უკეთებთ, ამას ვუთხარით უარი 90 იანებში, რუსის ტვინით და პროპაგანდით აზროვნება რომ არ გვინდოდა. უმრავლესობა, თქვენდა სამწუხაროდ, ცოცხლები ვართ და კარგად გვახსოვს თქვენი შეშფოთება ან საერთოდ იგნორი – 90 იანებში, 2008 ში და მთელი ის 9 წელი, როდესაც ნაცები გვატერორებდნენ.

დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია?

გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მგდომ, ყველა კანდიდატ ქვეყანას.

გახსენით მოლაპარაკებები!!! და პატივი გვეცით როგორც ერს! კოლონიალიზმი 50-იანებში დასრულდა European Union in Georgia”, – წერს მაია ბითაძე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აღნიშნულს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები