სოზარ სუბარი: ერთი მოწოდება მექნება აქციის მონაწილეების მიმართ, ნუ იძალადებენ პოლიციაზე და ნუ ეცდებიან სადმე შეჭრას, რადგან მათი ლიდერები, როგორც წესი, მშრალზე რჩებიან ხოლმე და ის ადამიანები, რომლებიც კანონს არღვევენ, მარტოდმარტო რჩებიან კანონის პირისპირ

პარლამენტის წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი აქციის მონაწილეებს მიმართავს.

„ნუ ენდობიან იმ ლიდერებს, რომლებიც მათ მოუწოდებენ კანონის დარღვევისკენ. ეს ლიდერები ყოველთვის რჩებიან მშრალზე და ადამიანები, რომლებიც მათ უჯერებენ და მიჰყვებიან, აღმოჩნდებიან ხოლმე კანონთან დაპირისპირებაში,”- აღნიშნა დეპუტატმა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ დაარღვიონ კანონი და არ დაესხან თავს პოლიციას. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ აქციებზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ წაქეზებული მოქალაქეები, მას შემდეგ, რაც კანონს დაარღვევენ, კანონის პირისპირ მარტონი რჩებიან ხოლმე, ხოლო ოპოზიციონერი ლიდერები პასუხისმგებლობას იხსნიან. სწორედ ამიტომ, დეპუტატი მოუწოდებს საზოგადოებას, არ დაარღვიონ კანონი.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება საქართველოში გარანტირებულია და არავინ შეუშლის ხელს საზოგადოებას, მშვიდობიანად გააპროტესტოს ესა თუ ის პროცესი.

„ერთი მოწოდება და თხოვნა მექნება აქციის მონაწილეების მიმართ – ნუ იძალადებენ პოლიციაზე, ნუ დაარღვევენ კანონს, ნუ ეცდებიან სადმე შეჭრას იმიტომ, რომ ლიდერები, რომლებიც კანონის დარღვევისკენ მოუწოდებენ, შემდეგში, როგორც წესი, მშრალზე რჩებიან ხოლმე, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც კანონს არღვევენ ლიდერების მიერ ცეცხლზე დასხმული ნავთის გამო, რჩებიან კანონის პირისპირ და უწევთ სასჯელის მოხდა. ამიტომ, ნუ ენდობიან იმ ლიდერებს, რომლებიც მათ მოუწოდებენ კანონის დარღვევისკენ. ეს ლიდერები ყოველთვის რჩებიან მშრალად და ადამიანები, რომლებიც მათ უჯერებენ, აღმოჩნდებიან ხოლმე კანონთან დაპირისპირებაში. ნუ დაარღვევენ კანონს. სხვა მხრივ, მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება საქართველოში არის გარანტირებული, ყოველგვარი ხელის შეშლის გარეშე,” – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები