რატი იონათამიშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ, მივმართავ აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილი ნორმები
მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. მინდა აქციის მონაწილეებს მივმართო, დაიცვან შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილი ნორმები, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ვხედავთ, რომ აქციის მონაწილეები პირისპირ მიდიან სამართალდამცველებთან, აყენებენ შეურაცხყოფას, ესვრიან ქვებს, ეს ცდება შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, ეს წარმოადგენ პირდაპირ პროვოკაციას, რაც დაუშვებელია. ვისაც სურს აზრის გამოხატვა, ეს ჩვენს ქვეყანაში მაღალი სტანდარტით არის დაცული და მათ აქვთ იმის შესაძლებლობა რომ რუსთაველის გამზირზე იდგნენ, გამოხატონ საკუთარი პოზიცია“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული საშუალებები.