პოლიციამ ჭიჭინაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, რამდენიმე მომიტინგე დააკავა

ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, აქციაზე მყოფი რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.

ჭიჭინაძის ქუჩის გარდა, აქციის მონაწილეები იმყოფებიან ასევე, ჩიტაძის ქუჩაზე და პარლამენტის შენობის წინა მხარეს, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.

მანამდე დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი პოლიციელის დაშავების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები