ცარიელია თუ არა ზურაბ ჟვანიას საფლავი?

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ინფორმაციით, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრმა მიხეილ ძაძამიამ, რომელიც პატიმრობაშია, ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრემიერის გარდაცვალების შესახებ დეტალებზე ისაუბრა. „ზურაბ ჟვანიას მოკრძალებული და ხვლიკისფერი საფლავის ქვის გადაბრუნებას, რომლის ქვეშაც საქართველოს ორმოცდაორი წლის პრემიერ-მინისტრი განისვენებს, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, იმაზე უფრო დიდი უბედურება და ვაი-უშველებელი მოჰყვეს, ვიდრე საბჭოთა კავშირის ომი იყო. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჟვანიას პირადი დაცვის წევრმა მიხეილ ძაძამიამ, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ხელისუფლებასთან ყველაფერი დაფქვა და პრემიერის ბურუსით მოცული გარდაცვალების დეტალებისა და ამ წყევლა- კრულვიანი საქმის მთავარი ფიგურანტების შესახებ დაწვრილებით ისაუბრა… აწ განსვენებული პრემიერ-მინისტრის დაცვის მეორე წევრი კობა ხარშილაძე ძალიან განიცდის და ნერვიულობს იმის გამო, რომ ზურაბ ჟვანიას გვამს ექსჰუმაცია უნდა ჩუტარდეს. საქმეში ჩახედული ადამიანები გამცნობენ, რომ ხარშილაძის ნერვიულობა უსაფუძლო სრულებითაც არ არის, რადგან არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ზურაბ ჟვანიას ცხედარი საფლავში არ აღმოჩნდეს! თუ მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანია შავნაბადაზე რკინის მძიმე საფერფლის თავში ჩარტყმის შედეგად შემოაკვდა, და თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ რაულ უსუპოვთან ერთად მისი ცალი ფეხსაცმელიც „გაზით გაიგუდა“, რომელსაც ვერსად მიაკვლიეს, მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ მიშა განსაკუთრებულ „ყურადღებასა“ და „მზრუნველობას“ მიწაში ჩადებულ ზურაბ ჟვანიას ცხედარსაც არ მოაკლებდა. ამის ნათელი დასტურია, ის რომ დასაფლავებიდან თვენახევრის განმავლობაში ჟვანიას საფლავს დაცვა ყარაულობდა. თვენახევარში კი ჟვანიას საფლავი ამოთხარეს, გადმოაბრუნეს თუ გადააბრუნეს, ძნელი სათქმელია, თუმცა, ერთი ცხადია – თუ ჟვანია მოკლულია, სააკაშვილი არც მის ცხედარს მოსავენებდა!.. თუ მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას მკვლელია, მიშა 12 წელი არ დაიცდიდა და არ დაელოდებოდა, დიდუბის პანთეონში სრულად როდის გაიხრწნებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვამი. ამდენად, ვიდრე ჟვანიას საფლავს გახსნიან, მანამდე დეტალურად უნდა შემოწმდეს საფლავის მიწა და და დაიდოს მისი ქიმიური ანალიზი- ხომ არ არის მიწა გაჟღენთილი ისეთი ნივთიერებით, რომელიც მერქანს, ძვალსა და ხორცს შლის“, – წერს „ასავალ-დასავალი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები