მედიის ცნობით, ჩარლზ III-მ ოთხი წლის შემდეგ პრინცი ჰარი და მისი ოჯახი პირველად მიიღო

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ პრინცი ჰარი და მისი ოჯახი ოთხი წლის შემდეგ პირველად მიიღო, – ამის შესახებ გაზეთი „სანი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

პრინცი ამ კვირაში ბრიტანეთში ჩავიდა. ის გეგმავდა, რომ ოთხი წლის შემდეგ პირველად ჩამოეყვანა ქვეყანაში თავისი მეუღლე, მეგანი, და მათი ორი შვილი – არჩი და ლილიბეტი. თუმცა მათი ჩამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ მათთვის დაცვის უზრუნველყოფაზე უარი განაცხადა.

„დღეს შუადღისას ჰარიმ და მეგანმა არჩი და ლილიბეტი ჩარლზსა და კამილასთან შესახვედრად გლოსტერშირის ჰაიგროუვში წაიყვანეს“, – წერს გამოცემა.

წყაროების ინფორმაციით, ეს შეხვედრა კერძო ოჯახური ხასიათის იყო და გადაღებული ფოტოები არ გამოქვეყნდება.

2020 წელს ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლმა, სამეფო ოჯახთან კონფლიქტის შემდეგ დიდი ბრიტანეთი დატოვეს და სამეფო მოვალეობების შესრულებაზე უარი თქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები