„ქრონიკის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ბექა ჭულუხაძეა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა. აღნიშნულის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები