რიკარდ იოზვიაკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება დღეს ვერ შედგა
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებით დღეს შეთანხმება ვერ შედგა.
მისი თქმით, არსებობს იმედი, რომ შეთანხმების მიღწევა ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე იქნება შესაძლებელი.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება დღეს ვერ შედგა. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ამის მიღწევა ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე იქნება შესაძლებელი“, – წერს იოზვიაკი.