ირანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
დასავლეთ ირანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო IRNA ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
„ხანძრის სიმძიმის გამო, ხანძრის კერასთან მიახლოება შეუძლებელია“, – განუცხადეს სააგენტოს კომპანიის პრესსამსახურმა.
გარდა ამისა, ადგილობრივმა პრეფექტმა მოჰამედ აზიზიმ განაცხადა, რომ ცეცხლმა მხოლოდ მცირე რეზერვუარები მოიცვა.
„მთავარი რეზერვუარი ამჟამად ხელუხლებელია და საგანგებო სამსახურები ფოკუსირებული არიან ხანძრის (ქარხნის) ამ ნაწილზე გავრცელების თავიდან აცილებაზე“, – თქვა მან.