“რა სულისკვეთებით უნდა შეფასდეს ეს რეზოლუცია, სადაც დამნაშავის უპირობო გათავისუფლებაზეა საუბარი” – კირცხალია
“რა სულისკვეთებით უნდა შეფასდეს ეს რეზოლუცია, სადაც დამნაშავის უპირობო გათავისუფლებაზეა საუბარი”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
“რა სულისკვეთებით უნდა შეფასდეს ეს რეზოლუცია, სადაც დამნაშავის უპირობო გათავისუფლებაზეა საუბარი, სადაც საუბარია, რომ თურმე გაუმჭვირვალობა არის საქართველოს ევროპული გზა და ა.შ. ესეც იგივე სულისკვეთებით ნაკარნახევი მორიგი რეზოლუციაა, რომელსაც დამერწმუნეთ, ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს. უკვე ყველამ კარგად ვიცით, რამდენიმე თვის წინ ევროპარლამენტშიც ჩატარდა არჩევნები, დაფორმირდა ევროპარლამენტი და ვხედავთ, რომ იქაც გაჩნდა საღად მოაზროვნე პირები და რეალურად დაინტერესებული ჯგუფები, რომლებიც ელემენტარულად კითხვებს უსვამენ იმ ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა ბევრმა, საქართველო რუკაზეც ვერ განახოთ, შესაძლოა ერთი დღით არის ვიღაც ნამყოფი, ან ერთი კვირით და გამოდიან და გვმოძღვრავენ ქართველი ხალხის სახელით, ეს არის უტიფრობა”, – აღნიშნა კირცხალიამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით უნდა გათავისუფლდეს.