კირცხალია – ოპოზიციაზე: ცდილობენ, რომ უკან დასახევი გზა დაიტოვონ
“ოპოზიციას პარლამენტში შემოსვლა უნდა. ზუსტად იმავე სცენარს ამღერებენ, რაც 2020 წელს იყო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ უკან დასახევი გზა დაიტოვოს.
“განცხადებას ვის სახელზე წერენ? რას ჰქვია ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე? რას ჰქვია თვითაღიარებული? მათი განცხადების შინაარსი გათვლილია იმაზე, რომ ამას სამართლებრივი გაგრძელება არ მოჰყვეს. ყველანაირ ხრიკს მიმართავენ, რომ მათ განცხადებებს პრობლემა შეექმნას. რაც არ უნდა ე.წ. წერონ, პარლამენტში მოსვლა სწორედ ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს. დაკავებული არიან ბინძური პოპულიზმით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით. ცდილობენ, რომ უკან დასახევი გზა დაიტოვონ“, – განაცხადა კირცხალიამ.