ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციაზე: ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა კიდევ ერთი პოლიტიკური განაჩენი

“ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა კიდევ ერთი პოლიტიკური განაჩენი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და იმასაც უზრუნველვყოფთ, რომ არ დავყოფთ ხალხს”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ზნე ყველასთვის ცნობილია.

​”წარმოიდგინეთ, რა ხალხთან გვაქვს საქმე, ეს არის ხალხი, რომლებმაც ბოლშევიკურ სტილში პატაკი გაუგზავნეს საზღვარგარეთ კონკრეტული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ფეხქვეშ გაეგნენ და უპატაკეს საბჭოთა ბოლშევიკური სტილით. ხალხის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტს და ხალხის მანდატით პარლამენტის წევრების მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სალანძღავი სიტყვებით მოიხსენიებენ. ისინი ჩვენ, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას ვერ მოგვაყენებენ, თუმცა, მათი ზნე ყველასთვის ცნობილია. ეს არის მათი ფსიქოლოგია, “ფილოსოფია”, რომ ისინი ფეხქვეშ ედებიან და ბოლშევიკური სტილით ჯაშუშურად, უკვე ღიად აგზავნიან პატაკებს, ხოლო ქართველ ხალხს და მათი ნდობით აღჭურვილ საქართველოს პარლამენტს ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ. ამიტომ არის, რომ მათ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ. მათ, მთელი საარჩევნო კამპანია აწარმოეს არა ქართველი ხალხის წინაშე, არამედ უცხოელი, კონკრეტული თანამდებობის პირების წინაშე. ამიტომ არის, რომ ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა კიდევ ერთი პოლიტიკური განაჩენი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და იმასაც უზრუნველვყოფთ, რომ არ დავყოფთ ხალხს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, როგორც ოპოზიციის ამომრჩევლის, ასევე, ჩვენი ამომრჩევლის”, – განაცხადა ოხანაშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები