ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო დილიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა.
თოვლისგან იწმინდება მაღალმთიანი სოფლები: ტიმოთესუბანი, მზეთამზე, დვირი, საკირე, ტაძრისი და დგვარი.