“გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა” – მიხეილ ყაველაშვილი

“გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენდა სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მივესალმები სრულიად საქართველოს. პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს – ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ამაყი და ბედნიერი ვარ ასეთი რთული გამოწვევების ეპოქაში ქვეყნის დაცვა რომ მიწევს ამ ადამიანთან ერთად. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ნდობა მომანიჭა. მადლობა ასევე ჩემს თანამებრძოლებს, უმრავლესობას, თითოეულ წევრს ამ ნდობისთვის. გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენდა სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას.

აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, რადიკალიზაცია, პოლარიზაციაა გაღვივებული. ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ეხმარებიან, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდეს. აქედან გამომდინარე, მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. სწორედ ზეპარტიული საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ქართველებს საქართველოში არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები