იაპონიის ჩრდილო-ცენტრალურ რეგიონში, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ცუნამის საფრთხე არ არსებობს.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს ნოტოს რეგიონში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 370-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა კი დაზიანდა.