მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯონ ალფრედ თინისვუდი ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ამავე წლის აპრილში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა დაასახელა, როდესაც 114 წლის ასაკში ჰუან ვისენტე პერეს მორა გარდაიცვალა.

2012 წლიდან, როდესაც მას 100 წელი შეუსრულდა, ის იღებდა მისალოც ბარათებს მონარქებისგან – თავიდან ელისაბედ მეორისგან, რომელიც მასზე 14 წლით უმცროსი იყო და შემდეგ კარლ III-გან.

თინისვუდი ქალაქ საუთპორტში, მოხუცებულთა სახლში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები