ლიეტუვის პრეზიდენტი – ვილნიუსში მომხდარ ავიაკატასტროფაზე: დივერსია გამორიცხული არ არის

ვილნიუსში მომხდარი ავიაკატასტროფის რაიმე კონკრეტულ ვერსიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ბუნებრივია, რომ დივერსია გამორიცხული არ არის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბუნებრივია, რომ დივერსიის შესაძლებლობა არსებობს, ეს გამორიცხული არ არის. ამიტომ, ამის სერიოზულად გამოძიება მოხდება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მისივე თქმით, რუსეთის დესტრუქციული ქცევები ყველა ავიაკატასტროფის რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო ჩარევის ეჭვს იწვევს.

„რუსეთი ისეთი სახელმწიფოა, რომ ამ მასშტაბის კატასტროფებში მისი როლის გათვალისწინება თითქმის ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ესპანური ავიაკომპანია Swiftair-ის თვითმფრინავი, რომელიც გერმანული კომპანია DHL-ისთვის ფრენას ახორციელებდა, გუშინ ვილნიუსის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად თვითმფრინავის ერთი პილოტი დაიღუპა, ეკიპაჟის სამი წევრი კი გადარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები