ახალციხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მოსული უხვი ნალექის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მობილიზებულია სპეცტექნიკა და იწმინდება, როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე შიდა საუბნო გზები.
,,წუხელ ღამითვე გაიწმინდა ქალაქ ახალციხის ცენტრალური ქუჩები.
ამ დროისთვის, გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია სოფლების სვირის, ბოგის, ტატანისის, მუსხის, ურავლის, ივლიტის, წყრუთის, ანის, ჭვინთისა და ელიაწმინდის მიმართულებით. სამუშაოები საჭიროებისამებრ გაგრძელდება დანარჩენ სოფლებშიც.
გაწმენდით სამუშაოებს ა(ა)იპ სერვის ჯგუფის თანამშრომლები ახორციელებენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.