რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: 2020 წელსაც ასე მოიქცნენ, მაშინაც თითქოს ჩახსნეს სიები, შემდეგ პარლამენტში მაინც შემოვიდნენ და მერე გვემუდარებოდნენ, რომ ჩახსნილი პირების სია აღგვედგინა
“2020 წელსაც ასე მოიქცნენ, მაშინაც თითქოს ჩახსნეს სიები, შემდეგ პარლამენტში მაინც შემოვიდნენ და მერე გვემუდარებოდნენ, რომ ჩახსნილი პირების სია აღგვედგინა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა რატი იონათამიშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
“ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც ისინი საუბრობენ სიების ჩახსნაზე, ეს არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც როგორც პარლამენტის წევრები ისე აირჩია ათმა ამომრჩეველმა, არამედ ეხება მათ სიებში იმ პირებს, რომლებიც ამ არჩეული წევრების შემდეგ არიან. მაგალითად, თუ ერთმა პარტიამ აიღო 19 მანდატი, სიის ჩახსნა ვრცელდება მეოცედან შემდგომ პირებზე და არა იმ 19-ზე, სინამდვილეში, ვისი უფლებამოსილებაც როგორც პარლამენტის წევრის, კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის დაცვით განხორციელდა. აქაც ატყუებენ საკუთარ მხარდამჭერებს. მოვიდნენ, დაწერონ ინდივიდუალური განცხადებები და კი ბატონო. გვესმის, რომ დავწერთ განცხადებებსო, მაგრამ თუ არ ვცდები, ერთი განცხადებაა მხოლოდ 61-დან.
2020 წელსაც ასე მოიქცნენ. მაშინაც თითქოს ჩახსნეს სიები, შემდეგ ვინც იყო პარლამენტში არჩეული, მაინც შემოვიდნენ და სხვათა შორის, მერე გვემუდარებოდნენ, რომ ჩახსნილი პირების სია აღგვედგინა. ანუ, შეგვეტანა ისეთი ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც იმ ადამიანებს, ვინც მანამდე ჩახსნეს, დაუბრუნებდა იმის შესაძლებლობას, რომ უფლებამონაცვლეობით შემოსულიყო საქართველოს პარლამენტში. ასეთი უპირობო ადამიანები არიან ესენი,” – აცხადებს რატი იონათამიშვილი.