“საქართველოს მნიშვნელობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის დღეს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა” – რატი იონათამიშვილი

“დღევანდელ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველოს მნიშვნელობა უკვე გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თუნდაც იმ 35 წლის მანძილზე იყო, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ რუსეთის საბჭოთა იმპერიისგან. ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა საქართველო ჯერ გეოპოლიტიკური სამყაროსთვის არ ყოფილა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი უწყვეტმა მშვიდობამ მოიტანა.

“სწორედ ამ მშვიდობამ და განვითარების ამ ტემპებმა მოიტანეს ის, რომ ჩვენი მნიშვნელობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის დღეს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მეორე მხრივ, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება ევროპისა და აზიის შუა დერეფნის თვალსაზრისით. ამიტომ, საქართველოს დღეს ყველა სათანადოდ უნდა ელაპარაკებოდეს”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები