“თუკი 2030 წლისთვის ევროკავშირი გაფართოვდება, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო კარგად მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი
“ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის, თუკი 2030 წლისთვის ევროკავშირი გაფართოვდება, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო კარგად მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
დღეს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების მთავარ სამართლებრივ ჩარჩოდ რჩება ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს საჭირო რეფორმებისთვის. ჩვენი მიზანია შემდგომი 4 წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული და ამ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლი ნამდვილად არის გამორჩეული და მე დარწმუნებული ვარ, მე-11 მოწვევის პარლამენტი ისეთივე წარმატებული იქნება და დიდ როლს შეიტანს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაში, როგორც ეს ხდებოდა გასული წლების განმავლობაში“, – განმარტა ბოჭორიშვილმა.