მამუკა ხაზარაძე: საპარლამენტო სია ჩახსნილია – ჩვენ, „ძლიერი საქართველო“, არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია მივცეთ ამ პარლამენტს
“საპარლამენტო სია ჩახსნილია! ჩვენ, „ძლიერი საქართველო“, არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია მივცეთ ამ პარლამენტს!”,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე.
“დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით, ამ სიმტკიცით, იმ პროტესტით, რომელიც ქუჩაშია, აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს! – მოვახდენთ ამ სამარცხვინო ხელისუფლების დემონტაჟს, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი – ადამიანების ხმები!
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ისევ ხალხთან ერთად, საბოლოო გამარჯვებამდე! ”,- წერს ხაზარაძე.