“ოპოზიცია ბრძოლის წაგებას გლოვობს და ხალხს ისევ ატყუებს, რომ საქართველოში არის სიტუაცია, რომელსაც შეიძლება, რევოლუცია მოჰყვეს” – ქადაგიშვილი
“ოპოზიცია ბრძოლის წაგებას გლოვობს და ხალხს ისევ ატყუებს, რომ საქართველოში არის სიტუაცია, რომელსაც შეიძლება, რევოლუცია მოჰყვეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ ახლა ოპოზიცია ამ თავისი, რომ იტყვიან, უსამართლო ბრძოლის წაგებას გლოვობს და თავის გამართლებას ცდილობს, ყველა ის სუბიექტი, ვინც ხალხს ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა ჯერ გაყალბებული არჩევნებით და მერე ამ თითქოს და გაყალბებული არჩევნების ფონზე რევოლუციის მოწყობით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.