რატი იონათამიშვილი: ოპოზიციას უნდოდა კრიზისი და არეულობა შემოეტანა ჩვენს ქვეყანაში, ეს ვერ შეძლეს – კრიზისი და არეულობა შეიტანეს საკუთარ რიგებში
“ოპოზიციას უნდოდა კრიზისი და არეულობა შემოეტანა ჩვენს ქვეყანაში, ეს ვერ შეძლეს. კრიზისი და არეულობა შეიტანეს საკუთარ რიგებში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებს მუდმივად ატყუებდა.
„მათ დაიმსახურეს, რომ ასეთი დაქსაქსულები იყვნენ დღეს, ვინაიდან ეს ადამიანები, თუნდაც ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ატყუებდნენ და ღალატობდნენ საკუთარ მცირერიცხოვან მხარდამჭერებსაც კი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.