“სამომავლო გეგმა იქნება დღეს, ან ხვალ – ეს არის რადიკალური ოპოზიციის ყოველდღიური რეალობა” – მამუკა მდინარაძე

“სამომავლო გეგმა იქნება დღეს, ან ხვალ – ეს არის რადიკალური ოპოზიციის ყოველდღიური რეალობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ტყუილებში გაიხლართა.

„რა მუხტზე უნდა ვილაპარაკოთ და რა გეგმებზე უნდა ვილაპარაკოთ. მათი გეგმა არის, რომ გეგმა იქნება ხვალ ან ზეგ, ყოველდღიური გეგმა ეს არის. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს, როდესაც შენ ატყუებ საზოგადოებას, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა უკვე ჩიხში შედიხარ შენ თვითონ, ჩიხში შეიყვანეს თავი.

ისეთ ტყუილებში გაიხლართნენ, რომ ჩიხური სიტუაცია თავად შექმნეს. ვერც პატრონებთან ვეღარ ლაგდებიან იმიტომ, რომ ისინი მათ დავალებებსაც ვეღარ ასრულებენ, ხალხთანაც მისასვლელი აღარ აქვთ და გუშინ ნახეთ ხომ აქცია ჩაატარეს. რამდენიმე ასეული ადამიანი ძლივს მოიყვანეს, ვერცერთი ვეღარ გამოჩნდა, ერთი საერთოდ სადღაც გაიპარა, ერთი თუ ორი ლიდერი, მე მგონი, ისიც არ იყო მოსული აქციაზე. დაიმალნენ, თავის ხალხს ემალებიან, ხალხზე აღარ არის ლაპარაკი, თავის აქტივისტებს ემალებიან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები