მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: მათ უნდათ ამ ქვეყანაში აჯანყება, ქაოსი, გადატრიალება, ომი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვერცერთს ახერხებენ და ახლა ხალხს მოუწოდებენ, თქვენ უნდა აჯანყდეთ, ჩვენ არაო
“არათუ აჯანყების, ელემენტარულად სიტუაციის შეცვლის თავი არ აქვთ არანაირი მიმართულებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
„ჯაშუშებმა საკუთარი უსუსურობა სცადეს, რომ ხალხს გადააბრალონ, ოღონდ აჯანყებისკენ მოწოდებით. წარმოუდგენელი ამბავია, მათ უნდათ აჯანყება, ქაოსი, გადატრიალება, ომი ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვერცერთს ახერხებენ და ახლა ხალხს აბრალებენ, თქვენ უნდა აჯანყდეთ, ჩვენ არაო და ხალხს მოუწოდებენ აჯანყებისკენ. ოღონდ, არათუ აჯანყების, ელემენტარულად სიტუაციის შეცვლის თავი არ აქვთ არანაირი მიმართულებით. პოლიტიკური რესურსი ნული აქვთ, რადგან ქართველებმა თავიანთი ისტორიული მეხსიერებიდან, სიბრძნიდან გამომდინარე მათ არც ამ ჯერზე არ მიანიჭეს არავითარი ლეგიტიმაცია. როდესაც საქართველოში ტარდება არჩევნები და პირველ ადგილზე გასულ მმართველ პარტიას მეორე ადგილზე გასული პარტია ჩამორჩება 900 000 ხმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ლეგიტიმაცია ნულოვანია და ახლა ცდილობენ, რომ ეს ამბავი ხალხს გადააბრალონ“, – აღნიშნა მდინარაძემ.