ვახტანგ გომელაური: სამართალდამცველებისთვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიმართულებით პროგრესი კვლავ გაგრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის პირველი მაისიდან, ამოქმედდა ცვლილებები, რომელიც ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები სხვა პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. შესაბამისი განცხადება ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

„2024 წლის პირველი მაისიდან, ამოქმედდა საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები სხვა პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიმართულებით პროგრესი კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები