30-მა პრო-ლგბტ არასამთავრობო ორგანიზაციამ რუმინეთის პარლამენტის პროევროპულ პარტიებს მიმართა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ კალინ ჯეორჯესკუსა და ნაციონალისტურ პარტიებს ბოიკოტი გამოუცხადონ
30 პრო-ლგბტ არასამთავრობო ორგანიზაციამ რუმინეთის პარლამენტის პრო-ევროკავშირის პარტიებს მიმართა, რათა მათ ბოიკოტი გამოუცხადონ კალინ ჯორჯესკუსა და ნაციონალისტურ პარტიებს.
“რუმინეთში ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება საფრთხის ქვეშაა. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე! ზრდას ხელს უწყობს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსული გავლენის ზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოპულიზმისა და ექსტრემიზმის ზრდა პოლიტიკურ გარემოში, პოლიტიკური კლასისადმი ნდობის ნაკლებობა და ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც ზრდის პიროვნულ დაუცველობას. ქალები, მოზარდები და ახალგაზრდები, ლგბტ ადამიანები, აივ ინფიცირებული ადამიანები და მათთან ერთად მთელი საზოგადოება გაურკვევლობას და დაუცველობას აწყდებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუმინეთში 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. რუმინეთის ცესკოს მიერ ბიულეტენების 100% დათვლის შემდეგ ხმათა 22,94%-ით ჯეორჯესკუ ლიდერობს. მას ხმათა 19,18%-ით ელენა ლასკონი მოსდევს.
8 დეკემბერს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.