წითელ ზღვაში ტურისტების ნავი ჩაიძირა – 16 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება
ეგვიპტის კურორტ მარსა ალამთან, წითელ ზღვაში ტურისტების ნავი ჩაიძირა. ბორტზე 34 ტურისტი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ეგვიპტის სანაპირო დაცვამ 28 ადამიანის გადარჩენა შეძლო, 16 კი დაკარგულად ითვლება.
BBC-ის ცნობით, ხელისუფლებას ინციდენტის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ, ნავს ტალღა დაეჯახა და მისი ჩაძირვა გამოიწვია.
იახტა Sea Story წითელ ზღვაში 5-დღიან კრუიზში იმყოფებოდა. გვიან ღამით მან სიგნალი SOS გააგზავნა.
ეკიპაჟის ყველა წევრი ეგვიპტის მოქალაქეა. რაც შეეხება ტურისტებს, მგზავრებს შორის დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიის, ფინეთის, ბელგიის, სლოვაკეთის, აშშ-ის და ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ.