რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა
რუმინეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა.
მან არჩევნებში ხმების 23 პროცენტი მიიღო. ის მეორე ტურში პროდასავლური მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტიის კანდიდატს, ელენა ლასკონის დაუპირისპირდება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, რუმინეთმა, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს.
Sky News-ი მიზეზად ასახელებს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვებას, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა ნატოს და ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.
თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება და ყველაფერი მაშინ გახდება ცხადი.