მედია: დონალდ ტრამპი ტრანსგენდერ ჯარისკაცებს აშშ-ის ჯარიდან გააძევებს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არმიიდან 15 000 ტრანსგენდერი ჯარისკაცის გათავისუფლებას გეგმავს,- ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი გეგმავს, პრეზიდენტობის პირველ დღეს ტრანსგენდერი ჯარისკაცებისთვის ჯარში მსახურების აკრძალვის შესახებ აღმასრულებელი ბრძანება გამოსცეს.
როგორც „თაიმსი“ წერს, ტრანსგენდერი ჯარისკაცები სამედიცინო წესით გათავისუფლდებიან არმიიდან. აშშ-ის თავდაცვის მდივნად შერჩეულმა პით ჰეგსეთმა ტრანსგენდერი ადამიანების სამხედრო სამსახურში ჩართვას „საზღვრების გადალახვა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ტრანსგენდერი სამხედრო სამსახურში გართულებებს და განსხვავებებს იწვევს.
შეგახსენებთ, ობამას ადმინისტრაციამ შეცვალა გრძელვადიანი პოლიტიკა და გამოაცხადა, რომ ჯარში ტრანსგენდერი ადამიანები ღიად იმსახურებდნენ.