“ჰეზბოლამ” ისრაელის მიმართულებით 300-მდე რაკეტა გაისროლა

ისრაელის არმია აცხადებს, რომ “ჰეზბოლამ” ლიბანიდან 250-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, რაც ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დაბომბვას ნიშნავს მას შემდეგ, რაც სექტემბერში საბრძოლო მოქმედებები გაძლიერდა.

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

შეტევები მოჰყვა შაბათს, ისრაელის საჰაერო თავდასხმას ბეირუთის ცენტრში, რომლის დროსაც, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 29 ადამიანი დაიღუპა.

IDF-ს კომენტარი შაბათის თავდასხმაზე არ გაუკეთებია, მაგრამ ისრაელის მედია იტყობინებოდა, რომ ეს იყო “ჰეზბოლას” მაღალჩინოსნის მუჰამედ ჰაიდარის მოკვლის მცდელობა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ისრაელმა “ჰეზბოლას” წინააღმდეგ შეტევები გააძლიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები