გია აბაშიძე – ანატოლი გიგაურის დაკავებაზე: პოლიციელზე, სახელმწიფოზე თავდასხმა არავის შერჩება – რადიკალებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ მათი აგრესიული მარიონეტები არიან რეციდივისტები და მშობლების უარმყოფელი არსებები
“პოლიციელზე, სახელმწიფოზე თავდასხმა არავის შერჩება”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ოპოზიციის აქტივისტის, ანატოლი გიგაურის დაკავებას, რომელმაც პოლიციელს გუშინდელ აქციაზე სახეში ხელი გაარტყა.
„პოლიციელზე, სახელმწიფოზე თავდასხმა არავის შერჩება – რადიკალებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ მათი აგრესიული მარიონეტები არიან რეციდივისტები და მშობლების უარმყოფელი არსებები. ამგვარი მანქურთებით სურს მეხუთე კოლონას ქვეყნის აყირავება, რაშიც დაუსრულებლად წარუმატებელი იქნება“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში“, – წერს გია აბაშიძე.
აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, შსს-მ დღეს დილით ერთი პირი დააკავა.