“აქციაზე 500-მდე თავგზაარეული და ფულით ანგაჟირებული ადამიანის გარდა არავინ დგას” – დავით ჩიხელიძე
“წარმოუდგენელი სითავხედეა ის, რასაც ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხები და ოპოზიცია აკეთებს. არ შეიძლება, ასე გძულდეს საკუთარი აუდიტორია და სიცრუეში აცხოვრო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ის მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.
“ოპოზიციურ არხებს, ფაქტობრივად, ალტერნატიული რეალობა აქვთ შექმნილი, სადაც აქციაზე “ზღვა” ხალხი დგას, რეალობა კი ის არის, რომ აქციაზე 500-მდე თავგზაარეული და ფულით ანგაჟირებული (ძირითადად ლიდერები) ადამიანის გარდა არავინ დგას”, – წერს ჩიხელიძე.