“რიგით მოქალაქეებს რას ვერჩით, ყოფილი და ამჟამინდელი პოლიტიკოსები, მათ შორის, პარლამენტარები რომ ამჟღავნებენ კონსტიტუციის სრულ უმეცრებას” – ზაალ ანჯაფარიძე
“ქვეყნის კონსტიტუცია წესით ყველა ყველამ უნდა იცოდეს, ზოგადად მაინც. თუმცა, რიგით მოქალაქეებს რას ვერჩით, ყოფილი და ამჟამინდელი პოლიტიკოსები, მათ შორის, პარლამენტარები რომ ამჟღავნებენ კონსტიტუციის სრულ უმეცრებას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“დაუჩემებიათ, პარლამენტის თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ 100 დეპუტატი სჭირდებაო და ხტიან სიხარულისგან. სისულელის თქმამდე/დაწერამდე არ ერჩივნათ, ჯერ კონსტიტუციაში ჩაეხედათ!
მუხლი 40. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები
1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით
სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს”, – განმარტავს ანჯაფარიძე.