“უცხოელების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ერთგვარ ჰობად იქცა” – დავით ჩიხელიძე
“უცხოელების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ერთგვარ ჰობად იქცა.
„არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა ვაღიაროთ ამ არჩევნების ცესკოს მიერ წარმოდგენილი შედეგები“ განაცხადა ევროპარლამენტარმა – პეტრას აუსტრევიჩუსმა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ევროპარლამენტმა და პარლამენტარებმა, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნება და ქართველი ხალხის არჩევანი უნდა აღიაროს, შემდეგ კი ცესკოს მიერ წარმოდგენილი შედეგები, რადგან ცესკო სწორედ ქართველი ხალხის არჩევანს ასაჯაროებს. როცა შენ არ აღიარებ ცესკოს წარმოდგენილ შედეგს, ნიშნავს რომ არ აღიარებ ქართველი ხალხის ნებას და პატივს არ სცემ ქართველი ამომრჩევლის არჩევანს.
რაც შეეხება ცალკეული დეპუტატების განცხადებებს, რა თქმა უნდა ჩვენ მათ განცხადებებს უდავო ჭეშმარიტებად ვერ მივიღებთ, მით უფრო წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტარების მხრიდან იმავე სახის განცხადებები გვესმოდა, მაგრამ დადასტურდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მათი განცხადებები კი სიცრუის, რეალობად გასაღების მცდელობა იყო, რომელიმე მათგანმა ბოდიში მოიხადა? შეცდომა აღიარა? რა თქმა უნდა არა! ასეთი უპრინციპო ადამიანებისგან არათუ საყვედურს, შეფასებებსაც კი არ მივიღებ”, – წერს ჩიხელიძე.