კანადამ პირობა დადო, რომ შეასრულებს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დააკავებს ნეთანიაჰუსა და გალანტს

ოტავა შეასრულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას, რომელმაც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტს დაპატიმრების ორდერი გასცა, თუ ისინი კანადაში ჩავლენ, –  განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ.

მან ხაზი გაუსვა, რომ კანადა შეასრულებს საერთაშორისო სასამართლოების ყველა ბრძანებას და გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა ღაზას სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინასასამართლო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და ომის დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია არაუგვიანეს 2023 წლის 8 ოქტომბრიდან 2024 წლის 20 მაისამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები