რუსეთი ახალი რაკეტების გამოცდას საბრძოლო მოქმედებებში გააგრძელებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი რუსული რაკეტის „ორეშნიკის“ გამოცდას წარმატებული უწოდა.
„როგორც უკვე ითქვა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტესტებს, მათ შორის საბრძოლო პირობებში, ვითარებიდან და უსაფრთხოების საფრთხეების ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია რუსეთისთვის,” – თქვა მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.
გარდა ამისა, პუტინმა გამოაცხადა „ორეშნიკის“ რაკეტის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამოყენების და მისი სერიული წარმოების დაწყების შესახებ.