პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ახალი ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ ბრძოლის ველზე გამოცდას გააგრძელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკის“ შეიარაღებაში მიღების წინადადებას.

„როგორც უკვე ითქვა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გამოცდებს, მათ შორის საბრძოლო პირობებში, არსებული სიტუაციისა და რუსეთისთვის შექმნილი საფრთხეების ხასიათის გათვალისწინებით“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას.

სახელმწიფოს მეთაურმა სარაკეტო სისტემის ყველა შემქმნელს მადლობა გადაუხადა, წარმატება მიულოცა და განაცხადა, რომ ისინი სახელმწიფო ჯილდოებზე იქნებიან წარდგენილნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები