BBC: მოსამართლემ დონალდ ტრამპის სასჯელის გამოცხადება მესამედ გადადო
ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე სასჯელის გამოცხადება მესამედ გადაავადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტრამპი თავდაპირველად განაჩენის თაობაზე სასამართლოში გამოცხადებას 26 ნოემბერს აპირებდა, თუმცა სასჯელის გამოცხადება ორჯერ გადაიდო.
მიმდინარე წლის მაისში, ის თაღლითობის მუხლით 34 ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ.
ადვოკატების მტკიცებით, ტრამპის ნასამართლობა პრეზიდენტის იმუნიტეტის მოტივით უნდა გაუქმდეს, რადგან ის ხელს შეუშლის მისი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.
მანჰეტენის ოლქის პროკურორმა, რომელიც ტრამპის სამართლებრივ დევნას ახორციელებდა, მოსამართლეს შესთავაზა ვარიანტი, რომ სასჯელის გამოცხადება მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე გადადოს.
მოსამართლე ხუან მერჩანმა ყველა პროცესი იქამდე შეაჩერა, სანამ ბრალდების და დაცვის მხარეების განცხადებებს არ მოისმენს, რომელიც დეკემბერში შედგება.