გიორგი ვოლსკი: ჩვენ ხომ ვიცით, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა არჩევნები – თუ მოლოცვები არ შემოდის, ეს უკვე პოლიტიკური დემარშია

“ჩვენ ხომ ვიცით, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა არჩევნები. 3200-მდე საარჩევნო უბანია. რამდენიმეზე თუ მოხდა გადაცდომა, განვითარებული დემოკრატიებისთვისაც არ არის უცხო. თუ მოლოცვები არ შემოდის, ეს უკვე პოლიტიკური დემარშია და არა ის, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოს დამოკიდებულება ჩამოყალიბდება იმ კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ევროპის ფორმატში.

„ოპოზიციას სურს საგარეო ფაქტორის რესურსი გამოიყენონ და ამბობენ, რომ ვინაიდან მოლოცვები [არჩევნების შემდეგ] არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო არჩევნებს არ აღიარებს. არადა მსოფლიოს მაღალი დონის საექსპერტო წარმომადგენლობა ეუთო/ოდირი ადასტურებს, რომ არჩევნები ჩატარდა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა არჩევნები. 3200-მდე საარჩევნო უბანია. რამდენიმეზე თუ მოხდა გადაცდომა, განვითარებული დემოკრატიებისთვისაც არ არის უცხო. თუ მოლოცვები არ შემოდის, ეს უკვე პოლიტიკური დემარშია და არა ის, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა. კი, ჩამოვიდა 8 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელი, მოუწოდეს ახალგაზრდებს, რომ იომონ, სისხლი დაღვარონ, მაგრამ ეს არ მოსწონს საზოგადოებას.

ეს 8 ადამიანი არ გამოხატავს მსოფლიოს დამოკიდებულებას ამ საკითხის [არჩევნების] მიმართ. მსოფლიოს დამოკიდებულება ჩამოყალიბდება იმ კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ევროპის ფორმატში და რასაკვირველია, ყველას ახსოვს, რომ არ დარჩენილა მსოფლიოში არცერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოსთვის უმაღლესი შეფასება არ მიუცია გინდა ეკონომიკის, გინდა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ნებისმიერი სხვა მიმართულებით, რომელიც უნდა ახასიათებდეს განვითარებულ დემოკრატიას. ეს არის მოცემულობა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები