აშშ-ში, ალაბამაში მსჯავრდებული აზოტის გამოყენებით, სიკვდილით დასაჯეს
აშშ-ის შტატ ალაბამაში, მიმდინარე წელს მესამედ, ადამიანი სიკვდილით აზოტის გამოყენებით დასაჯეს, – ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
მათივე ცნობით, 50 წლის მსჯავრდებული კერი დეილ გრეისონი გასამართლებული იყო მკვლელობისთვის, რომელიც მან 1994 წელს ჩაიდინა. გრეისონმა სამ თანამზრახველთან ერთად მოიტაცა და მოკლა გოგონა, რომელიც ავტოსტოპით ტენესიდან ლუიზიანაში მოგზაურობდა. ბრალდებულმა მის უკანასკნელ სიტყვაში განაცხადა, რომ ის 30 წლის განმავლობაში ნანობდა ჩადენილ დანაშაულს.