ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

BBC-ის ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ სიტუაციის ბოლო დროინდელი ესკალაცია აჩვენებს, თუ რამდენად სახიფათოა ეს ომი.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, მაგრამ ქვეყანას Taurus-ის ფრთოსან რაკეტებს არ გაუგზავნის და ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ATACMS-ის და Storm Shadow-ის რაკეტები გამოიყენა და პირობა დადო, რომ რუსეთი ამას გადამწყვეტად და სარკისებურად უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები