უკრაინის მთავრობა ქალაქ დნიპროზე რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული შეტევის პირობეში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს

უკრაინის მთავრობა ქალაქ დნიპროზე რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული შეტევის პირობეში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

„ამ წლის განმავლობაში უკვე მეორედ ხდება ასეთი ესკალაცია. პირველი, როდესაც ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები გააგზავნეს იქ. ახლა ისინი იყენებენ რაკეტებს. ასე რომ, ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდაზე და ასევე საპასუხო ზომებზე.

უმეროვმა ეს განცხადება სტოკჰოლმში შვედ კოლეგასთან, პალ ჯონსონთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმა ხელს არ შეუშლის შვედეთის მთავრობას გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები