European Pravda: უკრაინაზე რუსეთის მიერ ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება
უკრაინაზე რუსეთის ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას European Pravda ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელში შეხვედრა 26 ნოემბერს, უკრაინის ინიციატივით ჩატარდება.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის დასაბომბად საშუალო მანძილზე მოქმედი ექსპერიმენტული ბალისტკური რაკეტა „ორეშკინი“ გამოიყენა, რომელიც უფრო ძველი რაკეტის, „რუბეჟის“ საფუძველზე შეიქმნა.
„ორეშკინს“ აქვს შესაძლებლობა გადაიტანოს ბირთვული ქობინი.